რეზონანსი
(07.02.2024)

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, დღეს რამდენიმე რეისი გაუქმდა.

„ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები - მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები: ბათუმი-თბილისი №801; ზუგდიდი-თბილისი № 869; თბილისი-ბათუმი № 804; თბილისი-ფოთი 874.

ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები: ზესტაფონი-ხაშური №6446; ხაშური-ზესტაფონი №6418 და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417.

გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ",-აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე