რეზონანსი
(07.02.2024)

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

მეწყერიდან მეხუთე ცხედრის ამოყვანას ადასტურებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, მიმდინარეობს 4 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება.

ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე