რეზონანსი
(08.02.2024)

ბაღდათის კურორტ საირმესთან დამაკავშირებელი გზა, რომელზეც მეწყერი ჩამოწვა, სრულად გაწმენდილია. სამაშველო სამუშაოები მდინარე ხანისწყლის ორივე ნაპირზე გრძელდება. მაშველები ერთი დაკარგულის პოვნას ამ დრომდე ცდილობენ.
ადგილზე მუშაობს როგორც მძიმე ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა.
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გუშინ, გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველების მიერ ამ დროისთვის რვა ცხედარია ნაპოვნი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



