რეზონანსი
(08.02.2024)

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 93.9% მიიღო. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენები თითქმის სრულად დათვლილია.

მათივე ცნობით, ალიევს 2.7 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.

მეორე ადგილი 1.8%-ით ზაჰიდ ორუჯმა დაიკავა, მე-3 ადგილზე კი მოსახლეობის 1.5%-ის მხარდაჭერით ფაზილ მუსტაფა გავიდა.

აზერბაიჯანის რიგგარეშე არჩევნებში 7 კანდიდატი მონაწილეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე