რეზონანსი
(08.02.2024)

2024 წლის ბოლომდე ევროკავშირი უკრაინას მილიონ-ნახევარ საარტილერიო ჭურვს მიაწვდის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

მანამდე ბორელი ამბობდა, რომ მარტამდე ევროკავშირს უკრაინისთვის, დაპირებული მილიონის ნაცვლად, მხოლოდ 500 ათასი საარტილერიო ჭურვის გადაცემა შეეძლო.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეხვედრისას მოითხოვა ევროკავშირისგან დამატებითი საბრძოლო მასალის, დრონებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე