რეზონანსი
(08.02.2024)

8 თებერვალს მსახიობი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია
მისმა მეგობარმა დავით ლორთქიფანიძემაც დაუდასტურა.
„სამწუხაროდ, დღეს დილით 5 საათზე გარდაიცვალა თურქეთის კლინიკაში. ვესაუბრე ოჯახის წევრებს და დღესვე მოხდება მისი გადმოსვენება საქართველოში“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, ჯაჭვლიანი დიდი ხანია მძიმე სენს ებრძოდა. ის სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანეს. მეგობრები ამბობდნენ, რომ თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა როგორც ჩანს, დაავადებას ვერ მოერია.
სოსი ჯაჭვლიანი 1958 წლის 5 ივნისს, მესტიაში დაიბადა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



