რეზონანსი
(08.02.2024)

სტიქიის შედეგად სოფელ ნერგეეთშისულ 9 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან მამა, უფროსი ვაჟი და ტყუპი დები. ბლოგერი შოთა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი დედა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფებოდა ჩამოფრინდა და ქუთაისის აეროპორტში შეატყობინეს უმძიმესი ტრაგედიის შესახებ.

"ჩამოფრინდა და უთხრეს ქუთაისის აეროპორტში... ამწუთებში ბაღდათში მიყავთ მიდის მადონა? არა! (მიასვენებენ ცოცხალ-მკვდარი) ამდენი წლის მონატრებული ანგელოზები გაყინული უნდა ჩაიკრას გულში... მეტს აღარ დავწერ იქ რა დატრიალდა ამ ამბის გაგების მომენტში, ეს ჩემს ძალებს აღემატება..." - დაწერა შოთო სიხარულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე