რეზონანსი
(08.02.2024)

„ღამის კლუბებში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა მყისიერად დაიწყება და გარკვეული ზომების მიღება მოხდება", - აღნიშნულის შესახებ მთავრობის მეთაურობის მეთაურობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ 4-წლიან სამთავრობო გეგმაში დეტალურად იქნება გაწერილი გეგმა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით.

„ღამის კლუბებშიც ნარკოტიკების მოხმარება არის გამოწვევა. ზოგადად საუბარი მქონდა იმაზე, რომ შემდეგ 4 წლიან პროგრამაში იქნება დეტალური გეგმა გაწერილი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, თუმცა გარკვეული ზომების მიღება მყისიერად უნდა დავიწყოთ",- განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე