რეზონანსი
(09.02.2024)

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრობას ულოცავს.
როგორც ფაშინიანი წერს, იმედოვნებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ გაფართოვდება.
„გულითადად გილოცავთ დანიშვნას. ვარ იმედით სავსე, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ხალხების საერთო ღირებულებებს, მტკიცე მეგობრობასა და დემოკრატიულ იდეებს, გააგრძელებს გაფართოებას", - წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



