რეზონანსი
(09.02.2024)

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობას ულოცავს.

როგორც ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, მოუთმენლად ელოდება საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას.

„ვულოცავ ახალდანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ ეტაპზე, ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლას, - წერს ჯოზეფ ბორელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე