რეზონანსი
(09.02.2024)

65 წლის ასაკში ქართველი მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი 8 თებერვალს თურქეთში, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა გარდაიცვალა.

სოსო ჯაჭვლიანის რძალი, კატო გიორგაძე ავრცელებს ინფორმაციას, სად და როდის გაიმართება მსახიობის პანაშვიდები და დაკრძალვა.

„პანაშვიდი : ორშაბათს (12 თებერვალს) ქაშუეთის ეკლესიაში.

დაკრძალვა: სამშაბათს, 13 თებერვალს, 3 საათზე.

გამოსვენება - ქაშუეთის ეკლესიიდან. დაიკრძალება საბურთალოს კერძო სასაფლაოზე.

მადლობა ყველას ჩვენი ტკივილის გულთან მიტანისთვის", - წერს კატო გიორგაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე