რეზონანსი
(09.02.2024)

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში დაჭრილ 26 წლის მამაკაცს კლინიკა „რუსთავში" სამ საათზე მეტია რაც ოპერაცია უტარდება.

მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, საფანტით აქვს მიყენებული. პაციენტის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. მას მცირე ზომის ჭრილობები აღენიშნება გულ-მკერდზე, სახეზე, მუცელის არეში, ბარძაყის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ზემო კიდურზე.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაჭრილია. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი 1988 წელს დაბადებული გ.ო. სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე