რეზონანსი
(09.02.2024)

დოლოგანი-ჯალაბაშვილების მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ22-კმ54 (დოლოგანი-ჯალაბაშვილები) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო კმ54-კმ80 (ჯალაბაშვილები-ხულო) მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე