რეზონანსი
(09.02.2024)

ცნობილ ქართველ კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს 10 თებერვალს თბილისში, მახათას პანთეონში დაკრძალავენ.
კომპოზიტორის ნეშტს ქაშუეთის ეკლესიიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში 7 თებერვალს გარდაიცვალა. ვაჟა აზარაშვილი 1936 წლის 13 ივლისს თბილისში დაიბადა. მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელსა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. 1964 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა . 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



