რეზონანსი
(10.02.2024)

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო"ბრაიენი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

"ვულოცავთ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მის გუნდს. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რომლებიც ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ", - წერს ო"ბრაიენი სოციალურ ქსელ X-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე