რეზონანსი
(10.02.2024)

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზარზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.
დაკავებულია 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის ძმა, 25 წლამდე მამაკაცი. მკვლელობის იარაღი, რომელიც 36 წლის კაცმა გამოიყენა, მისი ძმის საკუთრება იყო.
კონკრეტულად რას ედავება გამოძიება დაკავებულს, ჯერჯერობით უცნობია,
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბაზარში შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი მოკლა, 1 კი დაჭრა. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პოლიციამ ადგილზე დააკავა.
წყარო: ინფო რუსთავი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



