რეზონანსი
(10.02.2024)

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებით პარლამენტი სამართლებრივად გამართულ კანონს მიიღებს. ამის შესახებ მან ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კანონმდებლობაში ყველაფერი უნდა იყოს საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში.

„ჩვენ ვიღებთ სამართლებრივად გამართულ კანონს. ეს არის ჩვენთვის მთავარი პრინციპი. ყველაფერი უნდა იყოს სამართლებრივად გამართული და შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან", - აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში" ცვლილება მეორე მოსმენით, 81 ხმით მიიღო. ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე