
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ისრაელი რაფაში უახლოეს მომავალში ოპერაციას დაიწყებს.
"გამარჯვება ხელმისაწვდომია. ჩვენ ამას ვაპირებთ. ვაპირებთ, მივწვდეთ „ჰამასის" დარჩენილ ტერორისტულ ბატალიონებს რაფაჰში, რომელიც უკანასკნელი ბასტიონია", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერი პირობას დებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გასასვლელი უზრუნველყოფილი იქნება.
„ვაპირებთ, უზრუნველვყოთ უსაფრთხო გასასვლელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რათა მათ გასვლა შეძლონ", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
კითხვაზე, თუ სად უნდა წავიდნენ პალესტინელები, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ - დეტალურ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს.
"ისინი, ვინც გვეუბნებიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეთ რაფაჰში, პრინციპში, გვეუბნებიან: "წააგეთ ომი, შეინარჩუნეთ „ჰამასი" იქ", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა თავის სამხედროებს დაავალა, მოემზადონ ქალაქიდან დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანის ევაკუაციისთვის.
შეერთებულმა შტატებმა ისრაელი გააფრთხილა, რომ ასეთი ოპერაციის განხორციელება საფუძვლიანი დაგეგმვის გარეშე კატასტროფა იქნება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



