რეზონანსი
(11.02.2024)

რუსთავში, ე.წ სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, ერთ-ერთი მოკლული, ტაქსის მძღოლი შეიარაღებული პირისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა და სწორად ამიტომ მოკლა იგი.

"ვიდეო კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ტაქსის მძღოლი ზურგს უკნიდან ეცა ბრალდებულს, როცა მან უკვე განახორციელა გასროლები სხვა პირთა მისამართით. ტაქსის მძღოლი იყო ბოლო ადამიანი, რომელიც მან მოკლა იმ მომენტში, როდესაც ის იარაღის წართმევას ცდილობდა, რომ სხვა ადამიანები არ დაეხოცა",- განაცხადა ქეთევან სონაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე