რეზონანსი
(11.02.2024)

საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი გადადო. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია ფრანგულ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
საფრანგეთის პრეზიდენტი კიევში 13-14 თებერვალს უნდა ჩასულიყო. ვიზიტის გადადების მიზეზად ფრანგული მედია უსაფრთხოებას ასახელებს.
ფრანგული გამოცემის ინფომრაციით, ემანუელ მაკრონი ჯერ „სიმბოლური ვიზიტით" უნდა ჩასულიყო ოდესაში, რომელიც ნაწილობრივ ფრანგების მიერ აშენებულ ქალაქად ითვლება, შემდეგ კი - კიევში.
ამასთან, როგორც მედია წერს, დღის წესრიგში იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტიც. საფრანგეთის პრეზიდენტს უნდა გამოეცხადებინა 200 მილიონი ევროს ფონდის შექმნის შესახებ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



