რეზონანსი
(12.02.2024)

ავლაბარში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებული არიან.  "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე 2 პირი დააკავეს. მკვლელობა გუშინ საღამოს მოხდა.

50 წლამდე ასაკის მამაკაცი ავტომანქანაშია ჩაცხრილული. სასიკვდილო ჭრილობები მოკლულს თავისა და კისრის არეში ჰქონდა მიყენებული. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, დაღუპული წარსულში ნასამართლევი იყო და მან ციხე დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა. საგამოძიებო მოქმედებები ნიაბის ქუჩაზე გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე