რეზონანსი
(12.02.2024)

უკრაინის პრეზიდენტის მიერ არმიის მთავარსარდლის გათავისუფლება, ომის დაწყების შემდეგ მისი ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ Wall Street Journal-ი წერს.

სტატიაში ნათქვამია, რომ ისეთი პოპულარული მთავარსარდლის გათავისუფლების შემდეგ, როგორიც ზალუჟნი იყო, უკრაინის პრეზიდენტს ბრძოლის ველთან უფრო მჭიდრო კავშირი ექნება და ნებისმიერ კრახზე პასუხისმგებლობის აღებაც თავად მოუწევს. გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გენერალი ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, არმიის მთავარსარდლის პოსტზე, ალექსანდრ სირსკი დანიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე