რეზონანსი
(13.02.2024)

ცნობილ ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, ყოფილ დეპუტატსა და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს დღეს დაკრძალავენ.
12 თებერვალს მსახიობი ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს, სადაც ამ დრომდე სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სოსო ჯაჭვლიანს ტაძრიდან დღეს გამოასვენებენ და საბურთალოს ე.წ. კერძო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
სოსო ჯაჭვლიანი 65 წლის ასაკში თურქეთში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



