რეზონანსი
(15.02.2024)

14 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მორიგ პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
შეთანხმების მიღწევას ხელი შეუშალა უნგრეთის პოზიციამ, რომელიც ჩინური და ინდური კომპანიებისთვის შეზღუდვების დაწესებას ეწინააღმდეგებოდა.
არსებული ინფორმაციით, ევროკავშირი აპირებს, სანქციები დაუწესოს 200-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს რუსეთიდან, ასევე 3 ჩინურ და 1 ინდურ კომპანიას. FT-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უნგრეთი სასანქციო პაკეტში სწორედ ჩინური კომპანიების შეყვანას ეწინააღმდეგებოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



