რეზონანსი
(15.02.2024)

sknews.ge-ის ცნობით, ახალციხეში, N5 საჯარო სკოლასთან, 10 წლამდე მოსწავლეს „ჰონდას" მარკის ავტომანქანა დაეჯახა.

დაშავებული არასრულწლოვანი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ჰოსპიტლის ინფორმაციით, დაშავებულს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. მოსწავლეს სამედიცინო დაწესებულებიდან დღესვე გაწერენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე