რეზონანსი
(17.02.2024)

მარტო ნიკა გვარამია არ არის ის ადამიანი, რომელიც წინა ხელისუფლებაში იყო, იქ ყველაფერი იდეალურად არ ხდებოდა და დღესაც იმავე საქმეს წარმოადგენენ, ამიტომ არ ველოდები, რომ განსაკუთრებული ფერისცვალება დაიწყება ნიკა გვარამიასი ან „ნაცების“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩემი ეჭვი ვაჭრობასთან დაკავშირებით ბევრად უფრო მორალურია და სრულიად ბუნებრივად ასახავს იმ პირობას, რომ ნიკა გვარამია კი არ გადახტა „ქოცებთან“, არამედ სრულიად ლეგიტიმურად, თავის გუნდის შიგნით უფრო მეტ გავლენაზე ვაჭრობს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



