რეზონანსი
(17.02.2024)

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი შედგა.

ზელენსკის ინფორმაციით, განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება. 

"მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის სრული მხარდაჭერისთვის. ასევე მჯერა, რომ აშშ-ს კონგრესი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. უკრაინის მხარდაჭერა დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერაა. ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ ეს ფასეულობები." ნათქვამია ზელენსკის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე