რეზონანსი
(17.02.2024)

მამის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი შვილი ეხმაურება. როგორც ბესარიონ თედიაშვილი წერს, ლევან თედიაშვილს სამშაბათს, 20 თებერვალს დაკრძალავენ.

„გარდაიცვალა მამაჩემი ლევან თედიაშვილი. პანაშვიდი კვირას და ორშაბათს 4 საათიდან ცაბაძის ქ.2 კორპუსი. სამშაბათს დილის 10 საათიდან გამომშვიდობება შედგება სპორტის სასახლეში. გამოსვენება სპორტის სასახლიდან (ძველი სპორტის სასახლე) 2 საათზე. დაკრძალვა ქ.საგარეჯოს სასაფლაოზე“ – წერს ბესარიონ თედიაშვილი.

ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე