იზორია: „უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მთავრობის მონაწილეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს“
რეზონანსი
(18.02.2024)

გერმანიაში საქართველოს ელჩის ლევან იზორიას განცხადებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მთავრობის მონაწილეობა უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ტრადიციულად მიუნხენში ტარდება.
„მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევასრულოთ 9 რეკომენდაცია, მაქსიმალურად პოზიტიურად მიდის პროცესი. მთავარია, წლის განმავლობაში ეს პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ. ასე რომ, ძალიან დადებითად შეიძლება შეფასდეს ბატონი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი“, - აღნიშნა იზორიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



