რეზონანსი
(18.02.2024)

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ფრანგ კოლეგას, სტეფან სეჟურნეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყებამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა:
„ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საფრანგეთის მხარდაჭერა ევროპულ გზაზე. ჩვენ ასევე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები", - დაწერა სტეფან სეჟურნემ
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



