რეზონანსი
(18.02.2024)

ისრაელი ჰამასთან მოლაპარაკებას იქამდე არ აპირებს, ვიდრე დაჯგუფება მოთხოვნებს არ შეცვლის, - ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
ღაზის სექტორში, კერძოდ რაფაჰში შექმნილი ვითარების შეჯამებისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ რაფაჰის ჩრდილოეთით, ბევრი თავისუფალი სივრცეა ევაკუაციისთვის, რადგან ისრაელი ხანიუ ნისში ოპერაციებს მალე დაასრულებს.
„ვინც გვეუბნება, რომ რაფაჰში არ ვიმოქმედოთ, ის გვეუბნება, რომ ომი წავაგოთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



