რეზონანსი
(25.02.2024)

უკრაინა არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებთან გამართულ ერთობლივ პრეს კონფერენციაზე განაცხადა.
„უკრაინა არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე. მას მხოლოდ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გამოვიყენებთ. რაც შეეხება ჩვენი მტრების A-50-ებისა და სხვა თვითმფრინავების ჩამოგდებას, ეს უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების ალიანსის შედეგია", - განაცხადა ზელენსკიმ.
ევროპელი ლიდერები კიევს გუშინ, უკრაინაში რუსეთის სრულ მასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავზე სტუმრობდნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



