რეზონანსი
(27.02.2024)

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ გასართობ ობიექტში რამდენიმე ახალგაზრდა შევიდა. მათ, სავარაუდოდ, შელაპარაკება მოუვიდათ შენობაში მყოფ ახალგაზრდა კაცთან. კამათის შემდეგ ბიჭი დაჭრეს და ახალგაზრდები ადგილიდან მიიმალნენ.

"ინფო რუსთავის" ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

დაჭრილი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს. გადაუდებელი დახმარების განყოფილების, მორიგე ექიმის, გიორგი მოდებაძის თქმით პაციენტს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ინფო რუსთავი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე