რეზონანსი
(04.03.2024)

ავიაკომპანია „ვიზეარის“ მემინგენი-ქუთაისის რეისი ავარიულად დაეშვა რუმინეთში. რეისის ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით, მიზეზი ფრენის დროს მგზავრებს შორის კონფლიქტი გახდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
“ნეტგაზეთის” წყაროს თქმით, დაპირისპირება ქართველ და რუს მგზავრებს შორის მოხდა, რა დროსაც, ამ უკანასკნელმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. ამის გამო, თვითმფრინავი სასწრაფოდ, რუმინეთში დაეშვა. დაშვების შემდეგ მხარეები ბორტიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს.
ნეტგაზეთი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



