რეზონანსი
(06.03.2024)

ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კლოუნების კარიერა რაც ჩვენ ვნახეთ - ამ ხალხის მიერ მორალის პედესტალიდან საუბარი უბრალოდ ღიმილისმომგვრელია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ოპონენტების ბოლოდროინდელ განცხადებებს ფასების ზრდასთან დაკავშირებით.

„რა ფასებზე და სოციალურად შეჭირვებულ ბავშვებზე ლაპარაკობენ? - 5 ლარს უხდიდნენ სოციალურ შემწეობას ბავშვებს, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობდნენ, დღეს 200 ლარს უხდის ჩვენი სახელმწიფო ბავშვებს, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა. ამ ხალხის მიერ მორალის პედესტალიდან საუბარი უბრალოდ ღიმილისმომგვრელია", - აცხადებს თალაკვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე