რეზონანსი
(07.03.2024)

პრეზიდენტი თუ „ლელოს" „ნაცებში" შეიყვანს, მადლობელი ვიქნები. „ლელო" „ნაცებში" უნდა იყვნენ, „ნაცებს" ფული არ აქვთ და სჭირდებათ და „ლელოს" იდეები არ აქვს და რეიტინგი. ყველა კმაყოფილი იქნება, ჩვენც, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ისაუბრა.
„ამიტომ, თუ ეს არის მიზანი, ამაზე კარგი რა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, მაგრამ მე არ მჯერა, რომ პრეზიდენტს აქვს ამის ავტორიტეტი და გავლენა ოპოზიციაში, რომ ეს ქნას", - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



