რეზონანსი
(07.03.2024)

აგარა-გომის გზაზე მომხდარ ავარიას 16 წლის გოგო ემსხვერპლა. გარდაცვლილი სურამის პირველი საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო.
დაშავებულია ორი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპულის ძმაა.
ტრაგიკულ შემთხვევას სურამის N1 საჯარო სკოლაც ეხმიანება და სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
"სიტყვები უძლურია იმ უბედურების გადმოსაცემად , რომელიც თავს დაგვატყდა… დღეს გლოვის ზარი დაირეკა ჩვენთვის … სიკვდილს რა ხელი აქვს შენთან, ჩვენო სათნო და კეთილო ანგელოზო ნინი", - წერია განცხადებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



