რეზონანსი
(09.03.2024)

აზერბაიჯანი სომხეთისგან ოთხი სოფლის დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის, შაჰინ მუსტაფაევის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.
აზერბაიჯანის სამთავრობო უწყების ინფორმაციით, არაექსკლავური ოთხი სოფელი: ბაგანის აიმი, აშაგი ასკიფარა, ჰეირიმლი და გიზილგაჯილი ოკუპირებულია სომხეთის მიერ, მათი აზერბაიჯანისთვის კუთვნილება უდავოა და ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ექვემდებარებიან.
აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტის სამსახურის ინფორმაციით, დელიმიტაციის პროცესის ფარგლებში ასევე გადაწყდება სომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის ოთხი ექსკლავური სოფლის - იუხარი ასკიფარას, სოფულუს, ბარხუდარლის და ყარქის გათავისუფლების საკითხი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



