რეზონანსი
(09.03.2024)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი „დიქტატურას ეძებს".

„იცით, ვის შეხვდა ის დღეს მარ-ა-ლაგოში? უნგრელ ორბანს, რომელმაც ცალსახად განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ დემოკრატია მუშაობს და ეძებს დიქტატურას. მე ვხედავ მომავალს, სადაც ჩვენ ვიცავთ დემოკრატიას და არ ვამცირებთ მას", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა მხარდამჭერებთან შეხვედრზზე.

ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს აშშ-ში შეხვდა და შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტრამპი იყო მშვიდობის პრეზიდენტი, რომელმაც მსოფლიოში პატივისცემა მოიპოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე