რეზონანსი
(10.03.2024)

აღმოჩნდა, რომ „თბილის პრაიდი“ არის ერთ-ერთი ის დაჯგუფება, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს შესაბამის დავალებებს, კონკრეტულ მითითებებს და ინსტრუქციებს კარნახობს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ „თბილისი პრაიდის“ წერილთან დაკავშირებით.

„ამ განცხადებაში იკვეთება, რომ შარშანდელი დესტრუქციული არეულობების მცდელობებიც მათი ორგანიზაციული კონტექსტის შემადგენელი ნაწილია და ეს ყველაფერი მიუთითებს იმ გეგმაზომიერ, მიზანმიმართულ მოქმედებებზე, რომელიც ამ ადამიანებისგან საზოგადოებას აღარ უკვირს, თუმცა უკვე გაცხადებულად ჩანს ეს ადამიანები რა მიზანს ემსახურებიან და როგორ მოქმედებენ“, - აღნიშნა მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე