
რუსეთი 3-ჯერ მეტ საარტილერიო ჭურვებს ამზადებს, ვიდრე ევროპა და აშშ უკრაინისთვის. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ნატოს ქვეყნების დაზვერვის მონაცემებით, რუსეთში ყოველთვიურად 250 000 ჭურვი იწარმოება, რაც წელიწადში დაახლოებით 3 მილიონია. CNN-ის წყაროს განცხადებით კი, თავის მხრივ დასავლეთი უკრაინისთვის წელიწადში მხოლოდ 1,2 მილიონ ჭურვს აწარმოებს.
ამასთან, ნატოს მონაცემებით, რუსეთი ბრძოლის ველზე 5-ჯერ მეტ ჭურვებს ხარჯავს, ვიდრე უკრაინა - დღეში 10 თასი 2 ათასის წინააღმდეგ.
დაზვერვაში CNN-ის წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ახლა რუსული სამხედრო ინდუსტრია მთელი დატვირთვით მუშაობს, თუმცა, წარმოების ტემპი სამხედროების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი მაინც არ არის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



