რეზონანსი
(13.03.2024)

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში, 50 წლამდე ასაკის მამაკაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა. დანაშაული რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ინციდენტში მონაწილე პირები შემთხვევის დროს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებული 40 წლამდე ასაკის მამაკაცია.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე