რეზონანსი
(10.05.2024)

10 მაისს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, კაცი გარდაიცვლა. ის  საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდა,  შეუძლოდ გახდა და მანქანიდან გადმოსვლისას გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 51 წლის მამაკაცი სოფელ შულავერიდან იყო. იგი თბილისიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც შეუძლოდ იგრძნო თავი. ტრანსპორტიდან გადმოსვლისთანავე კი მისი მდგომარეობა გაუარესდა.

ადგილზე მივიდა სასწრაფო სამაშველო დახმარების ჯგუფი, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე