რეზონანსი
(11.05.2024)

კოლეგას როცა ემუქრება მიშა მშვილდაძე, ძალიან სირცხვილია და ეს გამოიწვიე შენ, - ასე მიმართა „აჭარის ტელევიზიის“ წარმომადგენელმა ვახო ხუზმიაშვილმა „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნინო ჟიჟილაშვილს პრემიერთან თოქ-შოუების წამყვანების შეხვედრაზე.

„ნინო, შენი კოლეგა მიშა მშვილდაძე რასაც ახლა კადრულობს, ძალიან უხერხულია. კოლეგას როცა ემუქრება, ძალიან სირცხვილია და ეს გამოიწვიე შენ! მიშა მშვილდაძემ უნდა ილაპარაკოს მერე მშვიდობაზე?!“, - განაცხადა ხუზმიაშვილმა და შეხვედრის მონაწილეებს საკუთარ ტელეფონში მიშა მშვილდაძის შეტყობინება აჩვენა.

მანამდე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ნინო ჟიჟილაშვილმა კოლეგებს შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე