რეზონანსი
(13.05.2024)

იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამ ფაქტს გამოეხმაურა:

„ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – კომიტეტს ვერ მიუსწრეს. ოპოზიციადაც არ ვარგა არც ერთი.

რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი“, – დაწერა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე