რეზონანსი
(14.05.2024)

ჩვენ არ გვსურს საქართველოს რუსიფიკაცია, ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს რეალური შანსი, გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი, რადგან თქვენ უკვე ხართ ევროპელები,- ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ როთმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე ის ნამდვილ ევროპელებს შეხვდა ახალგაზრდების სახით, რომლებიც იცავენ საერთო ღირებულებებს, როგორიც არის დემოკრატია და კანონის უზენაესობა.

„მე აქ ნამდვილ ევროპელებს შევხვდი და მჯერა ახალგაზრდა თაობის ძალის. ისინი იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის - თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა. ჩვენი მოვალეობაცაა ამ ღირებულებების დაცვა და გარეთ მყოფი ყველა ამ ადამიანის მხარდაჭერა. ჩვენ არ გვსურს საქართველოს რუსიფიკაცია, ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს რეალური შანსი, გახდეს ჩვენი ოჯახის წევრი, რადგან თქვენ უკვე ხართ ევროპელები და ახლა შემდეგი ნაბიჯია რომ გახდეთ ევროკავშირის წევრი",- განაცხადა როთმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე