რეზონანსი
(15.05.2024)

ახალგაზრდა კაცი საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ახლობლები წერენ, ბიჭი გემზე მსახურობდა და სულ რაღაც რამდენიმე დღეა, რაც ბათუმში დაბრუნდა. ის სახლში იპოვეს გარდაცვლილი.

„გემზე მსახურობდა, რამდენიმე დღეა რაც დაბრუნდა ბათუმში და სახლში გარდაცვლილი ნახეს. ზუსტად არ ვიცი რა გახდა მიზეზი” – წერენ კომენტარებში.

„ძალიან სამწუხარო ამბავი მაცნობეს შენმა ჯგუფელებმა. ღმერთმა დაგიმკვიდროს ადგილი, სადაც მართალნი განისვენებენ. ვუსამძიმრებ მის მშობლებს და ყველა ახლობელს“ - დაწერა ქეთი ნანობაშვილმა.

წყარო: mix.metronome.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე