რეზონანსი
(15.05.2024)

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაელ როთის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა:

„ებრძვიან საქართველოს ეკლესიას, ებრძვიან აქაური ჭინკები უცხოურო ძალის დახმარებით. აი, დადგინდა - პირდაპირ ბატონმა როთმა თავდასხმა მოაწყო ქართულ ეკლესიაზე, რომლის მრევლი არის საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა. არიან ის უცხოური ძალები, რომლებიც ებრძვიან ქართველობას, ქართულ იდენტობას, ეკლესიას და სამწუხაროდ, ეს აღიარა ბატონმა როთმა, რომელიც თავს დაესხა ქართულ ეკლესიას და შეურაცხყოფა მიაყენა არა მარტო ეკლესიას, არამედ ქართულ საზოგადოებას. როგორი შეურაცხყოფაც მიაყენა, ამას გაატანენ უკან თავის ქვეყანაში, რადგან არავის აპატიებს ქართველი ხალხი, რომ ჩამოვიდეს აქ ვითომ მოყვრად და ამ დროს გამოგვეცხადოს მტრად”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდრო მოკავშირისა მმართველი პარტიისა? ეცადეთ, აბა, ამის გაკეთება - ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი გზავნილი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე