რეზონანსი
(15.05.2024)

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ნიუ-იორკში ავარიაში მოყვა. ქართველმა სპორტსმენმა ცოტა ხნის წინ სოცქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ინციდენტის კადრები ჩანს.

სპორტსმენი Uber-ით გადაადგილდებოდა, როდესაც მისი მანქანა, სხვა 4 ავტომობილთან ერთად, საგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა.

მერაბის თქმით, ის არ დაშავებულა და კარგადაა, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევა საკმაოდ მასშტაბური აღმოჩნდა და 4-ვე მანქანა ძლიერ დაზიანდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე