რეზონანსი
(15.05.2024)

სამწუხაროდ ყველანი აღმოჩნდით ნაცების ჯერ გამოსაყენებელი და მერე გადასაგდები ინსტრუმენტი. თუ მოინდომებთ, სულ იოლად გაერკვევით სინამდვილეში რა ხდება პატივცემულო „გულანთებულებო", რომელთაც ეს უდიდესი ახალგაზრდული ენერგია შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვეყნის შენებაში და არა დაქცევა-განადგურებაში, რისკენაც მოგიწოდებთ და გიბიძგებთ კოლექტიური ნაცმოძრაობა"- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში, რომელიც იმ გულანთებულ ახალგაზრდებს მიმართავს, ვინც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებს.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ამ დღეების განმავლობაში ხმამაღლა იძახდნენ, ამ აქციებთან არავითარი კავშირი არ აქვს ნაცებსო! წუხელის ჭირმა თავი მაინც არ დამალა! აქციების პალტოს უკან დამალულმა საზიზღარმა, ანტისახელმწიფოებრივმა მამალმა თავი გამოყო ანუ, იძულებულნი იყვნენ ნაცები გამოსულიყვნენ კულისებიდან და დაეწყოთ ყივილი!

„ღია წერილი "გულანთებულებს" გულჩაქრობილისაგან! პატივცემულო! წაუკითხავ "არა რუსულ კანონს" საბაბით მომიტინგო, აღმა-დაღმა მორბენალო "გულანთებულნო"! ამ დღეების განმავლობაში ხმამაღლა იძახდით, ამ აქციებთან არავითარი კავშირი არ აქვს ნაცებსო! ეს არის თავისუფლებისათვის მებრძოლი(ისე თუ გამაგებინებთ, როგორი თავისუფლებისათვის იბრძვით კარგი იქნება. ნუ დამიმალავთ იქნებ მეც წამიყვანოთ თუ სადმე კაი საქმეზე მიდიხართ?! კი მაგრამ გზღუდავთ ვინმე რამეში?) ახალგაზრდობის(და არ იძახდით ახალგაზრდობის ნაწილის, რაც სინამდვილეში ასეა) აქციებიო და ვიმეორებ კატეგორიულად გამორიცხავდით თქვენს ქმედებებში ნაცებს და მათი დაბრუნებისთვის მიმართულ ამ მოქმედებებს! მალეთ, მალეთ, მაგრამ წუხელის ჭირმა თავი მაინც არ დამალა! თქვენი აქციების პალტოს უკან დამალულმა საზიზღარმა, ანტისახელმწიფოებრივმა მამალმა თავი გამოყო ანუ იძულებულნი იყვნენ ნაცები გამოსულიყვნენ თქვენს უკან მდგომი კულისებიდან და დაეწყოთ ყივილი! ხელისუფლება გვინდაო არჩევნების დემოკრატიის გზით კი არა(რასაც საუკუნეები ვერ ეღირსებიან), არამედ სახელმწიფო გადატრიალების გზითო! ჩამოგითვლით: გვარამია, ხაბე, ბოკუჩავა, ხატია, ხაზარაძე, ხერხეულიძე ბოკერია, ჭიჭიკო ვაშაძე, პატიკო, ელისაშვილი, საბა ბუაძე, ნაცვლიშვილი...რომლებიც წუხელის ბღაოდნენ, წიოდნენ და კიოდნენ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გეკითხებით: შემთხვევით ეს სუბიექტები კოლექტიური ნაცები ხომ არ არიან, პატივცემულო "გულანთებულნო"? მაშასადამე გუშინ საღამოს საბოლოოდ დაზუსტდა, რომ თქვენ ბრძანდებით ნაცკაჟაია ბულავას ბაღნები(ბავშვები), რომლებიც დაგიყენეს ფარდის წინ(თუ არ იცით ვინაა კაჟაია ბულავა ფილმი ნახეთ "დათა თუთაშხია" აბა წიგნს ხომ არ მიგითითებთ და იქ გაიგებთ) დაგიქნიეს ხელი და გარკვეული დროის მანძილზე გაყვირეს და გაყვირებენ აბსოლუტური სისულელე: "არა რუსულ კანონს"! თუ რატომაა სისულელე ეს, რომ გაარკვიოთ იცოდეთ ამას ელემენტარული წიგნიერება და სულ მცირე რუკისა და გეოპოლიტიკის ანბანური ცოდნა სჭირდება! გონიერები გეუბნებიან აგიხსნითიო, გაგარკვევთო! თქვენ კი იძახით არა! არც წაკითხვა გვინდა და არც ახსნაო! სწორედ ასეთი ბრიყვული ქცევის შესახებ ებრაული წყევლა ამბობს: "შენი არ იცოდე და სხვისი არ გაგეგონოსო"! ამიტომაც სამწუხაროდ ყველანი აღმოჩნდით ნაცების ჯერ გამოსაყენებელი და მერე გადასაგდები ინსტრუმენტი(თუ ვერ მოდით გონს ჯერ სად ხართ)! ასე რომ ჩვენო შეცდენილნო სისხლნო და ხორცნო, ცოტათი ტვინს ძალა დაატანეთ და თუ მოინდომებთ, სულ იოლად გაერკვევით სინამდვილეში რა ხდება პატივცემულო "გულანთებულებო"! რომელთაც ეს უდიდესი ახალგაზრდული ენერგია შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვეყნის შენებაში და არა დაქცევა-განადგურებაში, რისკენაც მოგიწოდებთ და გიბიძგებთ კოლექტიური ნაცმოძრაობა ენჯეოები სინამდვილეში კი მეხუთე კოლონა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ჯიბეების გასქელების, საქართველოს უკრაინიზაციის და თქვენი საზარბაზნე ხორცად ქცევის მიზნით! პატივისცემით, მარად თქვენზე მოფიქრალი და მზრუნავი თქვენგან "გულჩაქრობილად" შერაცხული საქართველოს რიგითი მოქალაქე!"-წერს ედიშერ გვენეტაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე